პროექტი

პროექტის  სახელწოდება
ქარის ენერგიის გამოყენება
პროექტის მთავარი იდეა
ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოება, მინიმალური დანახარჯები და მაქსიმალური მოგება.
პროექტის აქტუალობა
დღეისათვის პრობლემას წარმოადგენს ეკოლოგიურად  სუთა გარემოს შენარჩუნება. ამ პროექტით მოსწავლეები გააცნობიერებენ რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ამ გარემოში ელექტროენერგიის მიღება.
პროექტის მიზანი
ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. პრეზენტაციის კეთების და ბლოგზე განთავსების  უნარის განვითარება.
მოსწავლეთა ასაკი
15  წელი
განხორციელების  ვადები
10 დღე
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეებს  შეეძლებათ სასწავლო  პროექტის წარდგენა კლასელების წინაშე მონაცემთა ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარება.
საჭირო რესურსები
სახელმძღვანელო,კალამი,ფურცლები, ინტერნეტ სივრცე.
პროექტის მსვლელობა
პროექტის მონაწილეების სამ ჯგუფად დაყოფა

 ჯგუფებს გაუნაწილდებათ დავალებები. 1-ჯგუფი-მოიპოვებს ინფორმაციას ქარის ენერგიის გამომუშავების შესახებ  2-ჯგუფი  შეისწავლის კლიმატს რეგიონების მიხედვით.3-ჯგუფი  წარმოადგენს ინფორმაციას თუ სად შეიძლება ქარის ენერგიაზე მომუშავე ელ-სადგურების აგება. წარმოადგენენ პრეზენტაციას.
მოსწავლეები მონაცემების საფუძველზე დაიანგარიშებენ          იაფი ენერგიის ღირებულებას წარმოადგენენ მონაცემებს სვეტოვანი დიაგრამის სახით.
დაადგენენ რამდენად მოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე იაფი ენერგიის მიღება სხვა სახის ენერგიასთან შედარებით.
შეგროვილ ინფორმაციას წარუდგენენ კლასს, განათავსებენ ბლოგზე. რომ გაეცნონ დაინტერესებული პირები.
საგანთან კავშირი
გეოგრაფია
პროექტის ხელ-ლი
მაგული     გაბისონია
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა
maguligabisonia@dmail.com




No comments:

Post a Comment